პედიატრიული სასწრაფო დახმარება

სიახლეები

16911

დარეკეთ ყოველთვის როცა დაგჭირდებათ პედიატრიული სასწრაფო დახმარება. გამოცდილი პედიატრებისგან დაკომპლექტებული ბრიგადა უმოკლეს დროში გაჩნდება თქვენთან. ჩვენ უზრუნველვყოფთ დახმარებას ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაციას სპეციალიზირებულ კლინიკებში.

სასარგებლო ინფორმაცია
ბეიბი ექსპრესის სამუშაო გრაფიკი

24 საათი, კვირაში 7 დღე

ბეიბი ექსპრესის საკონტაქტო ინფორმაცია

ცხელი ხაზი: 16911
მეილი: administration@mgm.ge

ბეიბი ექსპრესის მისამართი

ნინო რამიშვილის #33,
თბილისი, საქართველო, 0179

როგორ მოვიქცეთ როცა ბავშვს სიცხე აქვს

როგორ მოვიქცეთ როცა ბავშვს სიცხე აქვს

როდესაც ბავშვს აქვს სიცხე, ნუ შეშინდებით, რადგანაც ტემპერატურის მატება არის ორგანიზმის ნორმალური, ფიზიოლოგიური რეაქცია ინფექციურ და არაინფექციურ გამღიზიანებლებზე.
ყურადღება უნდა მივაქციოთ პირველ რიგში ბავშვის აქტიურობას,  ღებულობს თუ არა სითხეებს. მნივნელოვანი ფაქტორია ისიც,თუ რამდენად ემორჩილება ცხელება სიცხის დამწევ პრეპარატებს.
ტემპერატურის მატების დროს აუცილებელია ბავშვი გასინჯონს პედიატრმა,რადგან ზუსტად იქნეს დადგენილი ცხელების მიზეზები.
ნუ დაიწყებთ დამოუკიდებლად მკურნალობას, დანიშნულება უნდა იქნეს პედიატრის მიერ მიცემული.
სიცხის დამწევები შეგიძლიათ მისცეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ ტემპერატურა არის 38,5 ზე მეტი.(გამონაკლისია თუ ანამნეზში იყო ფებრილური გულყრა)
სიცხის დამწვებიდან გამოიყენება მხოლოდ პარაცეტამოლის და იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატები,ბავშვის ასაკის და წონის გათვალისწინებით.პრეპარატებს შორის ინტერვალი უნდა იქნეს დაცული (6-8 საათი).თუ კი ამ შუალედში ადგილი ექნება ტემპერატურის მატებას,გამოიყენეთ ორგანიზმის გaგრილების მეთოდი.მხოლოდ წყლით.(ძმრისა და სპირტის გარეშე)
თუ ბავშვი მივარდნილია,აღენიშნება ძილიანობა,ძნელად შემოდის კონტაქტში,აქვს აჭრელებული ან ფერმკრთალი კანი, არ ღებულობს სითხეებს ან თუ შენიშნეთ ღებინება, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.