პედიატრიული სასწრაფო დახმარება

სიახლეები

16911

დარეკეთ ყოველთვის როცა დაგჭირდებათ პედიატრიული სასწრაფო დახმარება. გამოცდილი პედიატრებისგან დაკომპლექტებული ბრიგადა უმოკლეს დროში გაჩნდება თქვენთან. ჩვენ უზრუნველვყოფთ დახმარებას ადგილზე, საჭიროების შემთხვევაში კი ჰოსპიტალიზაციას სპეციალიზირებულ კლინიკებში.

სასარგებლო ინფორმაცია
ბეიბი ექსპრესის სამუშაო გრაფიკი

24 საათი, კვირაში 7 დღე

ბეიბი ექსპრესის საკონტაქტო ინფორმაცია

ცხელი ხაზი: 16911
მეილი: administration@mgm.ge

ბეიბი ექსპრესის მისამართი

ნინო რამიშვილის #33,
თბილისი, საქართველო, 0179

როგორ უნდა მოიქცეთ როცა პატარა ტირის?

როგორ უნდა მოიქცეთ როცა პატარა ტირის?


 დააკვირდით ბავშვის ტირილის ხასიათს და ეცადეთ გაარკვიოთ  მიზეზი.დაუყოვნებლივ აიყვანეთ ხელში, მიიკარით გულზე , დაამშვიდეთ, უმღერეთ . საკვები შესთავაზეთ . ნუ შეშფოთდებით 6 თვის პატარის ასეთი მოქცევით, არ გაანებივროთ . იგი ტირილით მხოლოდ თვისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას გთხოვთ . თქვენი სწრაფი რეაქცია ბავშვს აგრძნობინებს , რომ იგი მარტო არ არის .ეს კი სამყაროსადმი ნდობის ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს  და განსაზღვრავს , თუ  როგორ შეხედავს ცხოვრებას მომავალში - ნდობით თუ უნდობლობით.
ასაკის მატებასთან ერთად პატარა ხვდება , რომ მას ყველაზე ხშირად ტირილის დროს ეფერებიან და ამ მეთოდს 6 თვის შემდეგ უკვე უფროსის ყურადღების მისაქცევად იყენებს.
ზოგიერთი ბავშვი დღის გარკვეულ მონაკვეთში განუწყველივ ტირის , თითქოს მუცელი აწუხებს ან შია, მისი დამშვიდება ვერაფრით ხერხდება . ასეთი ტირილის მიზეზი  ხშირად უცნობია და მას პირობითად ,,კოლიკას" ეძახიან . აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა გამორიცხოთ პათოლოგია და თუ მხოლოდ ,,კოლიკაა“ ნუ შეშინდებით, ასეთი ბავშვები კარგად იზრდებიან და ტირილსაც ორი-სამი თვის ასაკიდან უკლებენ .