·
დაიწვინეთ მუხლებზე მუცლით და ზურგზე მოეფერეთ
·
მკერდზე მიიხუტეთ და ატარეთ
·
გაუკეთეთ მუცლის მასაჟი საათის ისრის მიმართულებით, შესთავაზეთ
ძუძუ, მიუალერსეთ , უმღეღეთ.
·
გაუკეთეთ თბილი აბაზანა წელს ქვემოთ
·
თუ
ბავშვი არ წყნარდება და განაგრძობს ტირილს აუცილებლად მიმართედ ექიმს.
ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ წონასწორობიდან
გამოდიხართ, სადღაც გაქცევა გინდათ, რომ ტირილი არ მოისმინოთ. თქვენი ცხოვრების რიტმიც
თავდაყირა დგება, მშვიდი და უშფოთველი ძილიც კი სანატრელი გიხდებათ. ეცადეთ, სიმშიდით
მოეკიდოთ ბავშვთან დაკავშირებულ ყოველგვარ ხლაფორთსა და ფუსფუსს. გაიხსენეთ, როგორ ელოდით
ამ პატარა „მტირალა არსებას“ და როგორი ბედნიერი იყავით, როცა პირველად შეავლეთ თვალი.
არც ის დაივიწყოთ, რომ სწორედ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ამ სრულიად უმწეო, მოცუცქნულ
ადამიანზე.