პედიატრიული სასწრაფო დახმარება

ხშირად დასმული კითხვები

ნებისმიერ შემთხვევაში, როცა თქვენი შვილი შეუძლოდ არის,  ან როცა მისი დაავადების სიმპტომები ისევ რჩება დაწყებული მკურნალობის მიუხედავად, მაშინაც კი,  როცა თქვენ უბრალოდ ვერ ახერხებღ მის დამშვიდებას.
დარეკეთ ნომერზე 224 03 03 და დაელოდეთ ოპერატორს. თქვენ შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ მობილურის ნომერზე 595 42 00 03
ჩააწერინეთ ოპერატორს ბაცშვის სახელი, გვარი, ასაკი. ასევე მნიშვნელოვანია ჩამოაყალიბოთ ძირითადი ჩივილები და ჩააწერინოთ თქვენი მისამართი. ოპერატორი გაგაგებინებთ ბრიგადის მისვლის ზუსტ დროს და გაცნობებს ჩვენს ტარიფებს.
თბილისში  სასწრაფო „ბეიბი ექსპრესი“-ს გამოძახება 40 ლარი ღირს, რეგიონებში გამოძახების ღირებულება მანძილით განისაზღვრება.
თქვენთან მოვა მაღალკვალიფიციური პედიატრი და მისი ასისტენტი, რომლებიც გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში პატარას ჩაუტარებენ პირველად დახმარებას ამისთვის საჭირო ყველა მედიკამენტის გამოყენებით. ექიმები ადგილზე ჩაუტარებენ ინსტრუმენტულ კვლევებს და საგულდაგულოდ გასინჯავენ თქვენს პატარას.  დიაგნოზის დასმის შემდგომ ჩამოაყალიბებენ მკურნალობას სქემას. მოგცემენ დანიშნულებას და საჭიროების შემთხვევაში რეცეპტს. ბავშვის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით გარდა სატელეფონო კომუნიკაციისა  1 კვირის განმავლობაში თქვენ პატარას  განმეორებითი ჩაუტარდება პედიატრის  კონულტაცია ჩვენს კლინიკა „გლობალმედი"-ში უფასოდ.
დამატებით საჭიროების შემთხვევაში ბავშვს შესაძლებელია ჩაუტარდეს სხავადასხვა ანალიზი ბინაზე, რომლის საფასური  განისაზღვრება ჩატარებული ანალიზის ტიპის მიხედვით.
ჩვენ ვაკეთებთ ბინაზე  ყველა იმ ანალიზს,რომელიც დაეხმარება ექიმს ზუსტი დიაგნოზის დასმაში, კერძოდ: სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, C-რეაქტიული ცილის განზაზღვრა, ნეიტროფილური ფორმულის განსაზღვრა. ამასთან ერთად კეთდება მონონუკლეოზის, A კლასის სტრპტოკოკის და ჰელიკობაქტერიის გამოსარიცხი სწრაფი ტესტები.
ზოგიერთი ტიპის ანალიზის პასუხს 5-7 წუთში გაგაცნობენ ბინაზე ყოფნის დროსვე ექიმები  , ზოგის პასუხი   კი დაახლოებით 1-2 საათის განმავლობაში ელექტრონულად. ამასთან ექიმი სრულად გაგიშიფრავთ ანალიზის პასუხებს და საჭიროების შემთხვევაში მოგცემთ შესაბამის მკურნალობის დანიშნულებას.
ამ შემთხვევაში თქვენ უნდა დარეკოთ თქვენს სადაზღვეო კომპანიის ოპერატორთან და მოითხოვოთ „ბეიბი ექსპრესი“-ს გამოძახება. ისინი გადმოგვცემენ თქვენს მისამართს.  ჩვენ ყველა სადაზღვეო კომპანიის პროვაიდერები ვართ.
ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში  ჩვენ ვითვალისწინებთ პირველ რიგში ბავშვის მდგომარეობას,  შემდგომ თქვენ სურვილს და თუ ბავშვი დაზღვეულია, რა თქმა უნდა, თქვენი სადაზღვეო კომპანიის რეკომენდაციებს. მომსახურება შედის გამოძახების ღირებულებაში.
კლინიკა „გლობალმედ“-ში გადააგვყავს იმ შემთხვევაში, თუ  მშობელს აქვს სურვილი ბავშვს მიაღებინოს მაღალკვალიფიციური ექიმების დახმარება, თუ ორიენტირებულია მკურნალობის უახლეს მეთოდებზე,  გამოყენებული მედიკამენტების ევროპულ სტანდარტსა და  კომფორტზე.