პედიატრიული სასწრაფო დახმარება

ჩვენ შესახებ

ბეიბი ექსპრესი პედიატრიული სასწრაფო დახმარება

ბავშთა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 'ბეიბი ექსპრესი' დაარსდა 2016 წლის 15 მარტს და დღეისათვის  დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ცენტრი შეიქმნა  საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკა 'გლობალმედის'  ბაზაზე,  რომლის ხელძღვანელია პროფესორი ქეთევან ნემსაძე .

'ბეიბი ექსპრესი' გთავაზობთ  უმაღლესი ხარისხის პედიატრიულ მომსახურებას ბინაზე გამოძახებით,  კვირაში 7 დღე  24 საათის განმავლობაში.

დიდი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე ექიმი-პედიატრები, ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ,  პაციენტს  პირველად სამედიცინო დახმარებას  უწევენ მხოლოდ ევროპაში აპრობირებული მედიკამენტებით, უახლესი სამედიცინო პროტოკოლების მიხედვით,  ბინაზე აკეთებენ დიაგნოსტიკისათვის საჭირო  ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც ბავშვის მშობლისათვის ცნობილი ხდება ბინიდან გაუსვლელად, ელექტრონულდ. 

ჩვენი პედიატრები სრულ მონიტორინგს უწევენ ბავშვის მდგომარეობას ბრიგადის გამოძახებიდან პაციენტის სრულ  გამოჯანმრთელებამდე.  მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად  ვაწარმოებთ გამოძახებების ყოველდღიურ მონიტორინგსაც.

ჩვენი ექიმები

სასწრაფოს ბრიგადებში მუშაობენ მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიცირებული ექიმი პედიატრები, რომლებიც სწრაფად და კომპეტენტურად მოქმედებენ სასწრაფო, გადაუდებელ და ექსტრემალურ სიტუაციებში.

ბეიბი ექსპრესი - მზია გავაშელი
მზია გავაშელი
პედიატრი
ბეიბი ექსპრესი - ეკატერინე დათიაშვილი
ეკატერინე დათიაშვილი
პედიატრი
ბეიბი ექსპრესი - ლიკა სულაძე
ლიკა სულაძე
პედიატრი
ბეიბი ექსპრესი - ნანა წივილაშვილი
ნანა წივილაშვილი
პედიატრი

სერვისები